გურიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:06, 20.10.2020

ბოლო 24 საათში გურიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 11 ოზურგეთში, ოთხი ლანჩხუთში, ერთი კი ჩოხატაურში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა.

გურიაში სულ 386 ინფიცირებულია, აქედან 214 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი