გურიაში კორონავირუსის 157 შემთხვევა დაფიქსირდა
გურიაში კორონავირუსის 157 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევიდან 157 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის არიან ბავშვებიც.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.