გურიაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან გურიაში 152 გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებთან დაკავშირებით ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.