გურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს და 13 წლის მოზარდს დაუდასტურდა
გურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს და 13 წლის მოზარდს დაუდასტურდა

გურიაში დღეს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

ყველაზე პატარა ორი თვისაა. პაციენტებს შორისაა 13 წლის მოზარდიც. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

„ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურელია, ორი ლანჩხუთელი, ერთი კი ოზურგეთელი. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

დატოვე კომენტარი