გურიაში ინფიცირებული მოზარდის 39 კონტაქტის კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

22:19, 20.09.2020

გურიაში ხვალ კორონავირუსზე 100-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. მათ შორის, ხვალ გახდება ცნობილი სოფელ ეკალდიდში მცხოვრებ ინფიცირებულ მოზარდთან კონტაქტში მყოფი 39 კონტაქტის ტესტის პასუხიც.

ამ დროისთვის რეგიონში სულ 50 ინფიცირებული პირია. მხარის გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც,  ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რეგიონში ინფიცირებული ყველა კონტაქტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმე პაციენტი არც ერთი არ გვყავს. ახალი კერები შეიძლება, ითქვას, რომ არ გვაქვს – ყველა პირველადი ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენს. ძირითადად, კორონავირუსი ვლინდება ინფიცირებულების ოჯახის წევრებში. პროცესი მართვადია, უკონტროლო ახალი კერები არ არის“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

გურიაში მოზარდს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა. ის სოფელ ეკალდიდის მკვიდრია და აჭარაში დაინფიცირდა, მშობლებს კი ვირუსი მისგან გადაედოთ.

მსგავსი