გურიაში გამოკვლეული 387 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გურიაში გამოკვლეული 387 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გურიაში გამოკვლეული  387 პირიდან  კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„ლაბორატორიიდან მივიღეთ კვლევების შედეგები. ჩვენ მიერ გატესტილ არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მუშაობას. მინდა, მოსახლეობას მივმართო, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.