გურიაში ექვსი ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს [ვიდეო]
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.