გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად გაიმართება
გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად გაიმართება

გურიის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად გაიმართება.

„არტ-გენზე“ მაყურებელს თავდაპირველად ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. ამასთან, სცენა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებს „შავფაროსნებს“ დაეთმობათ, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე რეგიონული ანსამბლები წარსდგებიან. დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.

„დღეს მოვედით და მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მინდა, არამარტო გურია, სრულიად საქართველო მოვიწვიო აქ, ამ ულამაზეს ბუნებაში. ყველას მიეცემა საშუალება ქართული ფოლკლორი და არა მხოლოდ ფოლკლორი მოისმინოს“, – განაცხდა გურიის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ღონისძიებები 24 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.