გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

გურიაში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა შიდასასოფლო გზები.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

„სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია, შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ადგილზე არის გასული და სწავლობს იქ არსებულ სიტუაციას. დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

დატოვე კომენტარი