გურიაში დღეს საკურორტო სეზონი იხსნება
გურიაში დღეს საკურორტო სეზონი იხსნება

გურიაში დღეს საკურორტო სეზონი ოფიციალურად იხსნება. ამასთან დაკავშირებით, დაბა ურეკსა და შეკვეთილში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

შეკვეთილში ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ გაიხსნება. ურეკის კულტურის სახლში მოეწყობა საბავშვო სტუდია „არტ ჯუნიორის“ კონცერტი  – „ჩვენ 5 წლის ვართ”. „მინიატურების პარკში“ კი, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით ტარდება.