გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან 40 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.

„გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

დატოვე კომენტარი