გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა

11:29, 30.11.2020

გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან გურიაში 19 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები არიან.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების პისიარკვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 82, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მსგავსი