გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე რეგიონში თერმული ნისლის გამოყენებით 30 000 ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა, ცივი შესხურების აგრეგატით კი 1 000 ჰექტარზე მეტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობის ინფორმირება წინასწარ ხდება, ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებითაც. ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება.

შეწამვლითი სამუშაოები დღეს ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მერიასა და სილაურში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმაში. ხვალ კი თერმული ნისლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის, სოფლების ბაილეთის, მელექედურის, შეკვეთილის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიები დამუშავდება.