გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე წარადგინეს
გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე წარადგინეს

გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ურუშაძე დღეს ოზურგეთში მედიას წარუდგინა.

ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვიოს, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეხვდეს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.

დატოვე კომენტარი