„გურია ექსპრესის“ ოფისთან, რომლის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან, დილიდან ხმაური იყო
„გურია ექსპრესის“ ოფისთან, რომლის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან, დილიდან ხმაური იყო

დილიდან ხმაურია ოზურგეთში, ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ ოფისთან. საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს, რითაც პროდუქციის გამოტანისა და ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს.

დასაქმებულები, რომლებმაც ღამე საწარმოს შენობასთან გაათენეს, აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქცია ტრაილერებზე დატვირთა. მისი გამოტანის საშუალება კი, გაფიცულებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მოსახლეობა და გაფიცულების ოჯახის წევრები. მობილიზებულია პოლიციაც.

„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უკვე 22 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.

დატოვე კომენტარი