გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 78 ნომერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ამასთან, როგორც მეზობლები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, სროლის ხმა მათ არ გაუგიათ.

მათივე ცნობით, მოკლული მამაკაცები სავარაუდოდ, ძმები არიან.

ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.