გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული
გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებულია ერთი მამაკაცი.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტია გადაყვანილი, ერთი კაცი და ორი ქალი. ხეჩინაშვილში მოთავსებულია ერთი მამაკაცი, „ჰერაში“ გადაყვანილია ერთი პაციენტი, ქალბატონი. ორი პაციენტი, რომელიც აფეთქების შემდეგ მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს უკვე გაეწერა კლინიკიდან“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

დატოვე კომენტარი