გურამ თუშიშვილმა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა.
მეორე ორთაბრძოლაში ქართველი ფალავანი უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდა და ბრძოლის დაწყებიდან 32 წამში მეტოქეს შესანიშნავი ილეთი შეუსრულა. მსაჯებმა თავიდან იპონი ჩათვალეს, თუმცა გადახედვის შემდეგ მხოლოდ ვაზაარად შეაფასეს.
ხამომ თუშიშვილის რამდენიმე მცდელობა მოიგერია, მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის დასრულებამდე წუთითა და ცხრამეტი წამით ადრე, მაინც მოახერხა ეფექტური ილეთის შესრულება და მეტოქის იპონით დამარცხება.
მეოთხედფინალში გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს დაუპირისპირდება.
ფოტო – ზურაბ ქურციკიძე