გურამ თუშიშვილის პირველი გამარჯვება [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს, მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი იცავს.

პირველ შეხვედრაში თუშიშვილი დანიელ ნატეას დაუპირისპირდა. მსოფლიო რეიტინგის 49-ე პოზიციაზე მყოფ 26 წლის რუმინელს მსოფლიო ჩემპიონატის მედალი არ აქვს. ორი სპორტსმენი ერთმანეთს პირველად შეხვდა.

გურამ თუშიშვილი აქტიურობდა და მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა. ბრძოლის დასრულებამდე წუთი და თხუთმეტი წამი რჩებოდა, როდესაც ქართველმა კარგი ჩავლება აიღო და მეტოქე იპონზე შესანიშნავად დააგდო.

მომდევნო წრეში თუშიშვილი უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდება.

 

ფოტო – ზურაბ ქურციკიძე