გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან დამარცხდა
გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან დამარცხდა

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მაროკოში მიმდინარე აბსოლუტურ ჩემპიონატს გამოეთიშა. გურამ თუშიშვილი ლეგენდა ფრანგ ტედი რინერთან ამჯერადაც დამარცხა.

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც სწორედ რინერი შეხვდა. ქართველმა ფალავანმა ფრანგთან 0:2 წააგო.

თუშიშვილი და რინერი ერთმანეთს პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ქართველმა ფალავანმა ფრანგ ლეგენდასთან შეხვედრა დამატებით დროში დათმო.