გურამ პეტრიაშვილი - პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა გვითხრან, რა ხელფასები აქვთ მათ და ეს ხელფასები შევადაროთ პენსიას
გურამ პეტრიაშვილი - პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა გვითხრან, რა ხელფასები აქვთ მათ და ეს ხელფასები შევადაროთ პენსიას

საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა და ყველამ გვითხრან, რა ხელფასები აქვთ მათ და ეს ხელფასები შევადაროთ პენსიონერების პენსიას, – ამის შესახებ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, გურამ პეტრიაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ გურამ პეტრიაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და სიტყვით გამოსვლა ითხოვა.

„სად არის ის ქალბატონი? დაუძახეთ, მომეცით სიტყვა, არ მინდა ზემოთ, აქ მინდა ვთქვა, მე მაქვს კითხვები და მინდა, ამაზე გამცენ პასუხი. ვითხოვ, პირველ რიგში, ქალბატონმა სალომემ, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენმა პრემიერმა და ყველამ გვითხრან, რა ხელფასები აქვთ მათ და ეს ხელფასები შევადაროთ პენსიონერების პენსიას. აი, ეს მინდა, ვთქვა. ამით უნდა დაიწყონ. არ უნდა ადამიანის ცხოვრებას საქართველოში 30 ათასი ლარი, 3 000 საკმარისია. მიხედეთ ხალხს, მე არავის ვაგინებ, მინდა, რომ ზეიმი კი არ იყოს აქ, იყოს საქმე. თქვენ გამოაცხადეთ, რომ ზვიადმა ასე ქნა, ისე ქნაო, ამით არ მთავრდება, საქმეა მთავარი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.