გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი თუ ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან არ გამოვიდეს შენობიდან, მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება, ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს
ზურაბიშვილი თუ ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა გაფშიკოს და არ გამოვიდეს იმ შენობიდან, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება, ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს და არა უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებელი და ამას უზრუნველყოფს მიხეილ ყაველაშვილი.
„მოვლენები განვითარდება ძალიან ჩვეულებრივად, ჩვენ გვეყოლება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი. ის უზრუნველყოფს, რომ ბოლოსდაბოლოს საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს და არა უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებელი. ამას უზრუნველყოფს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად მოგვილოცავს ახალ წელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.