გურამ მაჭარაშვილი - ყოფილ პრეზიდენტს თუ სხვა ნორმებით მივუდგებით და რიგით მოქალაქეს სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ
გურამ მაჭარაშვილი - ყოფილ პრეზიდენტს თუ სხვა ნორმებით მივუდგებით და რიგით მოქალაქეს სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს, ქვეყანაში არსებულ ინსტიტუციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემაში იგულისხმება კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.

„ევროკავშირი, ამერიკა და ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენლობა, ვინც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და სურს, მსოფლიოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს, ემსახურება სწორედ იმას, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში პატივი სცეს მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს და იმ ქვეყნის საზოგადოების გადაწყვეტილებას. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემაში იგულისხმება კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. თუ ყოფილ პრეზიდენტს მივუდგებით სხვა ნორმებით და რიგით მოქალაქეებს სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ მაშინ თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ. საქართველო არის და იქნება სამართლებრივი სახელმწიფო.

რაც შეეხება ევროპულ ურთიერთობებს, ეს ერთად აღებული, არც ერთი პოლიტიკოსის ევროპელის თუ ქართველის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა და ევროპის დიდი ოჯახის გადაწყვეტილება, მათ შორის ევროკავშირის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა არის კარგ დონეზე ისევე, როგორც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა არის გამყარებული თუნდაც იმ ვიზიტებით, რაც იყო აშშ-ს თავდაცვის მდივნისა და ნატო-ს წარმომადგებლების. არ ინერვიულოთ, რადგან ევროკავთან და ამერიკასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ცალკეულ პოლიტიკოსებს თავიანთი სუბიექტური მოსაზრება აქვთ და ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.