გურამ მაჭარაშვილი - „ვეტინგის“ სისტემაზე საუბარი ნიშნავს, რომ ოპოზიცია იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტებისთვის
გურამ მაჭარაშვილი - „ვეტინგის“ სისტემაზე საუბარი ნიშნავს, რომ ოპოზიცია იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტებისთვის

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან „ვეტინგის“ სისტემაზე საუბარი ნიშნავს, რომ ოპოზიცია იბრძვის არა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, არამედ მისი შესუსტებისთვის.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლის მოთხოვნაზე.

„ოპოზიციის დღის წესრიგი არ იცვლება, მათი პოზიციაა, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი მათთვის. რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება. „ვეტინგის“ სისტემაზე როცა საუბრობენ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია იბრძვის არა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, არამედ მისი შესუსტებისთვის. არ აინტერესებთ, რომ მართლმსაჯულება გათავისუფლდეს როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკოსებისგან. პირიქით, სასამართლოში გარე პირების დანიშვნას ითხოვენ, რაც მათი კოლონიალური და მონური ფსიქიკის გამოვლინებაა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.