გურამ მაჭარაშვილი - USAID-ზე რასაც ვამბობდით, მასზე უფრო სიხისტით ტრამპმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს, დახურვა როგორ უნდა, ახლა ნახეს  USAID-მა და მათმა ქართულმა აგენტურამ, მათ შორის NED-მა
გურამ მაჭარაშვილი - USAID-ზე რასაც ვამბობდით, მასზე უფრო სიხისტით ტრამპმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს, დახურვა როგორ უნდა, ახლა ნახეს USAID-მა და მათმა ქართულმა აგენტურამ, მათ შორის NED-მა

შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაწერილ წერილებს და შეფასებებს ამერიკაში აგრძელებენ. USAID-ზე რასაც ვამბობდით, მასზე უფრო მაღალი ხარისხის სიხისტით დონალდ ტრამპმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა იგივე პოზიციაა NED-ზე.

„ახლა იგივე პოზიციაა NED-ზე, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში მათი დაფინანსება არასწორი იყო. ჩვენს შეფასებებზე როცა საუბრობდნენ, რომ ეს იყო ანტიამერიკული განცხადება, ახლა გამობრძანდნენ და თქვან, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ანტიამერიკული განცხადება გაკეთდა. რატომ ვერ საუბრობენ? საზოგადო მოღვაწეები ვითომ „რუსული კანონის“ ტრენდს რომ აჰყვნენ, თითქოს საქართველოში არასამთავრობო სექტორს ვებრძოდით და ვხურავდით, ახლა რატომ არ გამოდიან და ამბობენ, არა რუსულ ბრძანებას ამერიკაშიო? მართლები თუ არიან, არასამთავრობო სექტორი დაიცვან. დახურვა როგორ უნდა, ახლა ნახეს USAID-მა და მათმა ქართულმა აგენტურამ, მათ შორის NED-მა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა.