გურამ მაჭარაშვილი – შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” არიან ანტიდასავლური ძალები

11:16, 29.04.2021

შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” არიან ანტიდასავლური ძალები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნათელაშვილმა უკვე გულწრფელად აღიარა.

„ეს ნათელაშვილმა გულწრფელად უკვე აღიარა, შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩის სახით, ევროკავშირის პრეზიდენტს, დასავლურ წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ამას არ დასჯერდა და შეურაცხყოფა მიაყენა ორ მილიონ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების გამო. საბედნიეროდ, პარტნიორები ხვდებიან, თუ როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე, სწორედ ამიტომ, შალვა ნათელაშვილის შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადებები ვერ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას და დღეს კეკლუცობენ, არ შესრულდეს, ნაკლებად შესრულდეს ან სხვანაირად, ნელ-ნელა დეგრადაციას დაიწყებენ, თუ არ მიხვდებიან, რომ ევროკავშირი და ამერიკა ყველა პარტიას მოუწოდებს, შეთანხმება ისე შესრულდეს, როგორც არის დოკუმენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.

მსგავსი