გურამ მაჭარაშვილი - სერიალი გრძელდება სათაურით, პატიმარი მიშა სააკაშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, ასეთ ძალაზე თუ არის, ციხეში დაბრუნდეს
გურამ მაჭარაშვილი - სერიალი გრძელდება სათაურით, პატიმარი მიშა სააკაშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, ასეთ ძალაზე თუ არის, ციხეში დაბრუნდეს

სერიალი გრძელდება სათაურით, პატიმარი მიშა სააკაშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ამხელა რესურსი თუ აქვს, მაშინ ციხეში უნდა დაბრუნდეს.

„გიული ალასანია ამბობს, რომ პალატაში ვერ დგას და პოლიტიკაში როგორ დადგებაო. ასეთ ძალაზეა თუ არის და ასეთი რესურსი აქვს, რომ პოლიტიკაში უნდა, მაშინ საავადმყოფოში რატომ არის, ციხეში დაბრუნდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზეც, სადაც ის ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრობს.

„ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანება დააანონსა. „ნაცმოძრაობამ“ იარა, იარა და საკუთარ ბუნებასთან მივიდა – ერთობა დააანონსა ქუჩაში ხალხის დახოცვასთან, პატიმრების გაუპატიურებასთან. გამოჩნდნენ სააკაშვილი-კეზერაშვილი-მერაბიშვილი. „კასტილებიან“ კაცსაც ჩამოიყვანენ. რეალური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდა. ვინც მათ ირგვლივ გაერთიანდება, ამას საზოგადოება ნახავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.