ლევან ხაბეიშვილი - გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება
ლევან ხაბეიშვილი - გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება

გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მოვუწოდებ მათ, ამ ისტერიკებს სჯობს, იფიქრონ გარკვეულ გაერთიანებებზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ჩვენ არავინ არსად დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ საერთო სტრატეგია ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში საჯაროდ ვიხილავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება.

„პრეზიდენტი სააკაშვილი დიდ როლს ითამაშებს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში – ამას მე ყოველთვის ვამბობდი, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართვას. ის არის ფაქტორი. ეს ახლა ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს, ნამდვილი, მთავარი ანტიპუტინისტია. ამ ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება მის ძალისხმევას. გაერთიანებაზე კი, სხვათა შორის, მე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მოვუწოდებ მათ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს, იფიქრონ გარკვეულ გაერთიანებებზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ჩვენ არავინ არსად დაგვიპატიჟებია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მე მგონია, ისინი არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია, ერთობა არის მნიშვნელოვანი, რა გვინდა, იმ საკითხზეც, ცხადია, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. დანარჩენი ვინ როგორ დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა და მეტიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაძლიერდნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ იმ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, გაზრდის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მის დამფუძნებელზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე დგას და პარტიაში ეს არც არავის არასდროს დაუმალავს.

„ცხადია, მისი აქტიური ჩართულობა უფრო გაზრდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, უახლოეს კვლევებში, რომლებიც იქნება საჯარო საზოგადოებისთვის, აუცილებლად იქნება ასახული ეს ციფრებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.