გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოებას აღარ აინტერესებს პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის, ქუჩის აქციები არც მათ ამომრჩეველთა ინტერესებში შედის
გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოებას აღარ აინტერესებს პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის, ქუჩის აქციები არც მათ ამომრჩეველთა ინტერესებში შედის

„ქართული ოცნება“ არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი პატიმარი დატოვებს საპატიმროს და რომელი არა, ამას უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი საპატიმროში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც მისჯილი აქვს.

„პატიმარ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც აქვს მისჯილი ქართული მართლმსაჯულების მიერ. საზოგადოებას აღარ აინტერესებს ის პროვოკაციები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის. მეტიც – არც მათ ამომრჩეველთა ინტერესებში შედის, რომ პროვოკაციები და ქუჩის აქციები იყოს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუჩის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც კი არ გამოდიოდნენ. საზოგადოება წყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.