გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება ხვდება, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირის არაკანონიერი გადაკეტვა არათუ უაზრო, არამედ არასწორია
რადიკალური პროცესები ბევრ სახელმწიფოშია, მათ შორის ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში. საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით ხდება რეაგირება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.
„კანონის გამკაცრება სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუწყობს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისეთი ვითარება იქნება, რაც ერთი-ორი წლის წინ იყო. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი არაკანონიერი გადაკეტვა არათუ უაზრო, არამედ არასწორია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.