გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, კეზერაშვილის ბიძაშვილისა და ახლობლების დაკავება სიახლე არ იქნება, კეზერაშვილთან კი, კვალი დიდი ხანია, უკვე მისულია
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, კეზერაშვილის ბიძაშვილისა და ახლობლების დაკავება სიახლე არ იქნება, კეზერაშვილთან კი, კვალი დიდი ხანია, უკვე მისულია

საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადგინა, რომ კეზერაშვილი ერთ-ერთი ავტორია ევროპელი პენსიონერების ძარცვაში. ამიტომ, სამწუხაროდ, მისი ბიძაშვილისა და ახლობლების დაკავება სიახლე არ იქნება, კეზერაშვილთან კი, კვალი დიდი ხანია, უკვე მისულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რა მოხდება, მისთვის ბრალდების წარდგენა თუ დაკავება, ეს საერთაშორისო გამოძიებაზეა დამოკიდებული.

„ქართული მართლმსაჯულებით კი, მას ბრალიც აქვს წარდგენილი და განაჩენიც ცნობილია – მხილებულია ქართული ჯარის გაძარცვაში. ის პროცესი ლოგიკურად გრძელდება, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არავის შერჩება არც ბიუჯეტის ძარცვა და არც ქართული ჯარის. მით უმეტეს, ამ ფულით შემდეგ ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების დაფინანსება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.