გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ქვეყნის არეულობა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვა.

ამის შესახებ მჭარაშვილმა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ ძლებს არათუ ერთი კვირა, არამედ ორი დღეც კი. ერთი მხრივ, ეს კარგია, რათა ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ხალხს შეახსენოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი ხშირი შეწუხებაც არ ღირს, რადგან ოპოზიციას ბევრი სხვა საქმე აქვს და საზოგადოებამ ივანიშვილის დამსახურების შესახებ ისედაც კარგად იცის. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერებს, ეს სერიალის მერამდენე სერიაა? კითხვები ჯერ ჩანაწერების ავთენტურობაზეა. თუნდაც, თეორიულად ავთენტური რომ იყოს, იქ საუბარი იმაზე არ არის, რასაც ოპოზიცია საუბრობს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ქვეყნის არეულობა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. მათ შორის პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებით და ა.შ. ამ პროვოკაციებს არ ავყვებით“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.