გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა სხვა რამე დაწერა და ბრიფინგზე სხვა რამე თქვა, რაც ნიშნავს, რომ სიტუაციას ვერ ფლობს, ვერ ერკვევა პრეზიდენტის ფუნქციებსა და კონსტიტუციაში
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა სხვა რამე დაწერა და ბრიფინგზე სხვა რამე თქვა, რაც ნიშნავს, რომ სიტუაციას ვერ ფლობს, ვერ ერკვევა პრეზიდენტის ფუნქციებსა და კონსტიტუციაში

სალომე ზურაბიშვილმა სხვა რამე დაწერა და ბრიფინგზე სხვა რამე თქვა, რაც ნიშნავს, რომ სიტუაციას ვერ ფლობს, ვერ ერკვევა პრეზიდენტის ფუნქციებსა და კონსტიტუციაში, – ამის შესხებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არა პრეზიდენტის ბრიფინგი, არამედ მოტივირებული შენიშვნები უნდა წაიკითხონ, რომელიც არქივში იწერება.

„ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, უთხრეს, რომ სხვანაირად შენიშვნების დაწერა ვერ გამოვიდოდა. პრეზიდენტის ბრიფინგს კი არ წავიკითხავთ, მოტივირებული შენიშვნები უნდა წავიკითხოთ, ეს არქივში იწერება. ბრიფინგზე მისი ნებისმიერი ნაბოდიალები უინტერესოა. მან დაწერა, რომ კანონპროექტის ყველა პუნქტს ეთანხმება, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოება ერთი დღით იყოს. ვეთანხმებით, უსაფრთხოება და გამჭვირვალეობა ერთი დღე კი არა, მუდმივად უნდა იყოს საქართველოში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.