გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის პირადი დაცვის უფროსობა ანა დოლიძემ იკისრა, შეიძლება, აღქმების მინისტრად ნიკა გვარამია დანიშნოს, უპრინციპოების გაერთიანების უფროსად კი - ნიკა მელია
სალომე ზურაბიშვილის პირადი დაცვის უფროსობა ანა დოლიძემ იკისრა. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა აღქმების მინისტრად ნიკა გვარამია დანიშნოს, ხოლო უპრინციპოების გაერთიანების უფროსად – ნიკა მელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი როცა პოლიტიკურ პენსიაზე გავა, არ ვიცი, რა გეგმები ექნება და რითი გაერთობა“.
„შეიძლება, ოთახი უკვე მოწყობილიც აქვს, სადაც გაკრული აქვს აბრა წარწერით – საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის პირადი დაცვის უფროსობა ანა დოლიძემ იკისრა. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა აღქმების მინისტრად ნიკა გვარამია დანიშნოს, ხოლო უპრინციპოების გაერთიანების უფროსად – ნიკა მელია. დაწესებულებები არსებობს, სადაც პალატებში ადამიანები არიან, რომელთაგან ზოგს თავი პრეზიდენტი ჰგონია, ზოგს ნაპოლეონი. ალბათ, სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ასე გააგრძელებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.