გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი იმყოფება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც სულ სხვა სტანდარტის არის, დარწმუნებული ვარ, მისი უფლებები მაქსიმალურად დაცულია
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი იმყოფება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც სულ სხვა სტანდარტის არის, დარწმუნებული ვარ, მისი უფლებები მაქსიმალურად დაცულია

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც სულ სხვა სტანდარტის არის, ვიდრე მისი ხელისუფლების დროს არსებობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ციხეში სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.

„დარწმუნებული ვარ, მისი უფლებები მაქსიმალურად დაცულია. შიმშილობა მისი უფლებაა. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კითხვებს არ იწვევს საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ პირველ ოქტომბერს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი, საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებია დაცული. ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ ნარატივს გაყვა და რადიკალიზაციას დაადგა, რის შემდეგაც 2021 წლის არჩევნებზე მხარდამჭერთა რაოდენობა შეუმცირდა. თუ იგივე დღის წესრიგს გაჰყვება, ეს შეცდომა განმეორდება და 2024 წელს უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება. ვფიქრობ, ოპოზიციას გაკვეთილი ექნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მძევლობას თავი დააღწიოს, რადგან ვიდრე ეს რადიკალური ძალა იქნება ოპოზიციაში ამინდის შემქმნელი, მანამდე დანარჩენ ოპოზიციას შანსი არ ექნება, მეორე ადგილი დაიკავონ. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ტელევიზორის და ტელეფონით სარგებლობას, ეს ტექნიკური დეტალებია, რაც გაირკვევა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.