გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი ცდილობს, დღის წესრიგში იყოს, გარწმუნებთ, მეორე ტურის შემდეგ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი ცდილობს, დღის წესრიგში იყოს, გარწმუნებთ, მეორე ტურის შემდეგ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, პოლიტიკურ დღის წესრიგში იყოს, ეს ნელ-ნელა მილევადი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურის შემდეგ, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება.

„სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით შექმნილია ჯგუფი, პირადი ექიმიც არის ჩართული. უზრუნველყოფილი იქნება, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. გარწმუნებთ, მეორე ტურის შემდეგ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.