გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი არ არის ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი, მან ყველაფერი ქართული უარყო, თავის პატრონებს პირდაპირ ეუბნება, თუ არ გამომიშვებთ, ავლაპარაკდებიო
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი არ არის ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი, მან ყველაფერი ქართული უარყო, თავის პატრონებს პირდაპირ ეუბნება, თუ არ გამომიშვებთ, ავლაპარაკდებიო

ეს ადამიანი ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ის შეიძლება იყოს ყველას წარმომადგენელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლაი მალომუჟი ამბობს: „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად. მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში“.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილმა ყველაფერი ქართული უარყო.

„ჩემი არც გულიაო, არც მოქალაქეობა, არც პოლიტიკა მინდაო და არც ქართულ ენაზე საუბრობს. ლოგიკური ჯაჭვი უკვე ხელისგულზე დევს მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ისე იქცევა, როგორც იქცევა. თავის პატრონებს პირდაპირ ეუბნება, თუ არ გამომიშვებთ, ავლაპარაკდებიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.