გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, სააკაშვილს ამბიციებმა ისევ სძლია და ახლა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის თავმჯდომარე უნდა გახდეს
გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, სააკაშვილს ამბიციებმა ისევ სძლია და ახლა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის თავმჯდომარე უნდა გახდეს

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატომ არის ანტიდემოკრატიული. უბრალოდ ამბობენ, რომ არ მოსწონთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს პოლიტიკურ პროცესებში, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „როგორც ჩანს, სააკაშვილს ამბიციებმა ისევ სძლია და ახლა სურს, ბორდის თავმჯდომარე გახდეს“.

„რადიკალური ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში მონაწილეობს და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტების მხარეს დგას. ქვეყანაში გამჭვირვალობა თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ „შავი ფულია“. სადაც შავი ფულია, ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. კანონპროექტის წინააღმდეგ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატომ არის ანტიდემოკრატიული. უბრალოდ ამბობენ, რომ არ მოსწონთ. ზუსტად ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვა, როცა ვერაფერს გიმტკიცებენ და მხოლოდ იმას გეუბნებიან, რომ არ მოსწონთ. რაც შეეხება ამ პროცესებში სააკაშვილის როლს, ამბიციური ადამიანია. მისი მომხრეები ცალ-ცალკე პარტიის თავმჯდომარეები გახდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ამბიციებმა ისევ სძლია და ახლა თქვა, რომ ბორდის თავმჯდომარე უნდა გახდეს და ვიცე-პრემიერად თავისი სოფო ჰყავდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.