გურამ მაჭარაშვილი – რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც, პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს

12:30, 03.08.2026

მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, მაგრამ ვინც დღეს ლანძღავს, ყველა ადიდებდა. შეიძლება, მისი წყენა გასაგებიც იყოს, რადგან ვინც მან წინ წამოწია, ახლა ყველა მას დაუპირისპირდა, ეს ის რეალობაა, რომელიც იმ აგენტურას ელოდება, რომელსაც ქმნი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილი საკუთარ თავს ხან მანდელას ადარებს, ხან აღმაშენებელს, ხან ილია ჭავჭავაძეს, ხან იმპერატორებს – სააკაშვილი ფარაონია, რომელიც რელიგიურ და სახელმწიფოებრივ თვისებებს ითავსებს. ეს მით უფრო შეიძლება, როცა საკუთარი ასლი შექმნა და მისი ასლი საქართველოს ქუჩებში დაიარება.

„რატომღაც ევროკავშირის ელჩი კითხვებს არ პასუხობს და გამობრძანდეს და საზოგადოებას აუხსნას, ეს ის კომიკური ფიგურაა, რომელზეც გვეუბნებოდა, საქართველოს გადაარჩენს და აირჩიეთო? – პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სახელით გვესაუბრებოდა და იუსტიციის მინისტრთან 27 ელჩი გააგზავნინა. სააკაშვილს საკუთარი პარტიის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ და დასცინიან. ორიგინალი სააკაშვილი რომ იძინებს და მისი ავატარი იღვიძებს, მაინტერესებს, ჰერჩინსკის პასუხი – „ნაცმოძრაობის“ ამომრვეველმა ვის უნდა დაუჯეროს, ორიგინალ სააკაშვილს თუ ავატარს? ეს არის სამწუხარო რეალობა. რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს რაღაც სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც – ვინც თავად უნდა, ყველა არის. მას ასეთი სტატუსი მივცეთ, სადღაც რაღაც ტერიტორია გამოვუყოთ. პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს და ახლა მის ავატარს გამოვუყოთ ტერიტორია, სადაც სააკაშვილი ის იქნება, რაც თავად უნდა იყოს. მაგალითები ხან პიესიდან მოჰყავს, ხან ისტორიული და ამ ადამიანზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო? ქვეყნის შიგნით და გარეთ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ის ბელადი იყო, რომელმაც პროდასავლური პარტია შექმნა და როგორ შეიძლება, „ნაცაგენტურაზე“ და მის ბელადზე სერიოზულად ვისაუბროთ? ამ ადამიანს მავზოლიუმი გაუხსნეს, სულის გამოძახება აქვთ. მეტი რა შეიძლება, ფარაონს მეტი ჰქონდეს, რომელსაც თავი ლიდერად მიაჩნია, რელიგიურად და სახელმწიფოებრივად?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი