გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ზეიმი ნაადრევად მოუწია, პრეზიდენტს ჯერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს, შემდეგ კი ფურცელი ხელიდან გამოაცალეს
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ზეიმი ნაადრევად მოუწია, პრეზიდენტს ჯერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს, შემდეგ კი ფურცელი ხელიდან გამოაცალეს

რადიკალურ ოპოზიციას ზეიმი ნაადრევად მოუწია და ამიტომ პრეზიდენტს სთხოვეს ჯერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თუმცა ის-ის იყო, პრეზიდენტს ხელი უნდა მოეწერა, რომ ფურცელი ხელიდან გამოაცალეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას არასერიოზულობა ახასიათებს.

„ამერიკის მხარეც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდათ და შემდეგ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ის არ არის, რაც გგონიათო. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას ზეიმი ნაადრევად მოუწია და ამიტომ პრეზიდენტს სთხოვეს ჯერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თუმცა ის-ის იყო, პრეზიდენტს ხელი უნდა მოეწერა, რომ ფურცელი ხელიდან გამოაცალეს, ხაბეიშვილი და წითლიძე გაპარულან და სხდომა აღარ გვინდაო. ეს არის სპექტაკლის პირველი ნაწილი და ხაბეიშვილი პოლონეთიდან მორიგი ჯილდოთი რომ ჩამოვა, ალბათ მედლის დაკიდების ნაწილი მეორე სპექტაკლი იქნება. ასეთ კომიკურ ვითარებაში არიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.