გურამ მაჭარაშვილი - ქართველი ხალხი უსამართლო განცხადებებს კარგად ხედავს და მობილიზებული ხდება, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ვერცერთი მექანიზმი ვერ გამოდგება დასაშანტაჟებლად
გურამ მაჭარაშვილი - ქართველი ხალხი უსამართლო განცხადებებს კარგად ხედავს და მობილიზებული ხდება, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ვერცერთი მექანიზმი ვერ გამოდგება დასაშანტაჟებლად

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟისთვის ვერცერთი მექანიზმი ვერ გამოდგება.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, რადგან იმსახურებდა და ქართველი ხალხი უსამართლო განცხადებების მიმართ მყარად დადგება, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი.

„ქართველი ხალხის მიმართ ვერცერთი მექანიზმი ვერ გამოდგება დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად, რომ აქ ლგბტ აღლუმები ჩატარდეს, ომი დაიწყოს, ტრადიციებზე უარი ვთქვათ და სახელმწიფომ სუვერენიტეტი სხვა ქვეყანას გადასცეს. ამას ქართველი ერი არაფრის გამო არ გააკეთებს. კანდიდატის სტატუსზე ვაჭრობა იყო, არაფერი გამოუვიდათ, ვიმსახურებდით და მაინც მოგვცეს. ვიზალიბერალიზაციას ვიმსახურებდით და ამიტომ მოგვცეს. ახლა თუ უნდათ, რომ ეს საკითხი დასჯის მექანიზმად გამოიყენონ, ამას წინ ვერავინ დაუდგება, მაგრამ ქართველი ხალხი უსამართლო განცხადებებს კარგად ხედავს და მობილიზებული ხდება, რათა მყარად დადგეს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.