გურამ მაჭარაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო, არ დაუტოვა შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმება
გურამ მაჭარაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო, არ დაუტოვა შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმება

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო და არ დაუტოვა არანაირი შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკური შეთანხმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერით ოპოზიცია მინიმუმ ორ ნაწილად დაიყოფა – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კი, ეს შეუძლებელია და დანარჩენი პარტიები, რომელთაც სურთ პარლამენტში შესვლა და ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ეს შესაძლებელია.

„ამ ნაბიჯით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პრაქტიკულად პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო და არ დაუტოვა არანაირი შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკური შეთანხმება. დღეს იმ რადიკალურ ფრთას, რომელსაც არ სურს შემოსვლა პარლამენტში, აქვს შანსი შეინარჩუნოს პოლიტიკური სიცოცხლე, გარდა ამისა, მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რადგან ვართ ხელისუფლებაში, გარდა იმისა, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ, გვაქვს მომეტებული პასუხისმგებლობა, ამას რა თქმა უნდა, ვათვიცნობიერებთ ვიღებდით და დღესაც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობა, ამიტომ მოვაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტს. ჩვენ რასაც ვაწერთ ხელს, იმას ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი რესურსის ფარგლებში. იქ არის პუნქტები, სადაც უბრალოდ საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა კვორუმის გამო და გამომდინარე აქედან, მათი შემოსვლა აუცილებელი იქნება პარლამენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელი, ამერიკელი მეგობრების და ასევე საერთაშორისო ინსტიტუციების განცხადებებში პირდაპირ არის ნათქვამი, თუ ოპოზიციურ პარტიებს სურს, რომ პოლიტიკურად სიცოცხლე შეინარჩუნონ, ამ დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, შევიდნენ პარლამენტში.

„ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს განცხადება. არჩევანი მათზეა, თუ ისინი ვერ გაბედავენ და ვერ დააღწევენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და არ მოაწერნ ხელს დოკუმენტს, ვერ შემოვლენ პარლამენტში, ისინი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზას დაადგებიან, რაც არ მგონია, რომ ასე მოხდეს.  გვაქვს მოლოდინი, რომ პარტიები, რომელთაც სურს, გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება, ხელს მოაწერენ დოკუმენტს და შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.