გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მათ შორის ამერიკასთან
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მათ შორის ამერიკასთან

გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს წევრია, რომელსაც თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები სურს და მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მათ შორის ამერიკასთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვას დაუდებს სათავეს.

„გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს წევრია, რომელსაც თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები სურს და მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მათ შორის ამერიკასთან. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, სადაც წუხილი იყო გამოთქმული, რომ არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ ხდებოდა. იმედია, სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვას ეს შეხვედრა სათავეს დაუდებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.