გურამ მაჭარაშვილი - პოლონეთის პირველმა პირმა აღიარა, რომ პოლონეთს მეორე ფრონტში საკუთარი მიზნებისთვის ითრევდნენ, რეალური იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ
გურამ მაჭარაშვილი - პოლონეთის პირველმა პირმა აღიარა, რომ პოლონეთს მეორე ფრონტში საკუთარი მიზნებისთვის ითრევდნენ, რეალური იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ

პოლინეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ ჰქონდა მცდელობა, რომ მეორე ფრონტი გაეხსნათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეალური იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.

„პოლინეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ ჰქონდა მცდელობა, რომ მეორე ფრონტი გაეხსნათ. წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბზეა საუბარი? ასეთი მცდელობა საქართველოს მიმართ რომ იქნებოდა, მათ შორის, გადადგმული ნაბიჯებით, მეტი რა მტკიცებულებები შეიძლება არსებობდეს? პოლონეთის პირველმა პირმა აღიარა, რომ პოლონეთს მეორე ფრონტში ითრევდნენ და ეს საკუთარი მიზნებისთვის უნდოდათ. რეალური იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.