გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტთან შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური დახუჭობანას თამაში უკვე საზოგადოებასაც მოსწყინდა
გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტთან შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური დახუჭობანას თამაში უკვე საზოგადოებასაც მოსწყინდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, შალვა ნათელაშვილის განცხადება სპეკულაციურია იმის თაობაზე, თითქოს, პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფება და საპარლამენტო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტზე განცხადება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი და შალვა ნათელაშვილს მსგავსი განცხადება არც დაუწერია და მას საჯაროდ არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუმართავს.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრად რამდენჯერაც აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანოში იმდენჯერ არ შევიდა.

„პარლამენტთან მისი პოლიტიკური დახუჭობანას თამაში საზოგადოებასაც მოსწყინდა. შალვა ნათელაშვილს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა მისი პოლიტიკური გემოვნება იცვლება რამდენჯერმე და გამორიცხული არ არის, ორშაბათს საღამოს და დილით განსხვავებული განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.