გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მხარდამჭერებიც არ არიან მომხრე, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები განვითარდეს
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მხარდამჭერებიც არ არიან მომხრე, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები განვითარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ არიან მომხრე, ქვეყანაში რადიკალური პროცესები განვითარდეს.

„რადიკალური ოპოზიციის აქციები კანონიერი თუ იქნება, მათ აქციების გამართვის საშუალება ექნებათ, მაგრამ აქციებს არ აქვს ლეგიტიმაცია. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას მხარდამჭერები ჰყავს და ხმას აძლევენ არჩევნებზე, მაგრამ ეს ხალხი იმის მომხრე არ არის, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები განვითარდეს. ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებიც არ არიან მომხრეები, რომ რადიკალური პროცესები იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონიერი შეკრება იმას არ ნიშნავს, რომ აქციის მონაწილე თუ კანონს არღვევს, პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ექნება.

„რაც შეეხება დაკავებებს, კანონიერი შეკრება იმას არ ნიშნავს, რომ თუ აქციის მონაწილე კანონს არღვევს, პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ექნება. საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ასევე უზრუნველყოფილია სხვა მოქალაქეების უფლება, რომ კანონი არ დაირღვეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.