გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა მისცა, რომ იმ საქმიანობას დაუბრუნდეს, რომელიც მათი მოვალეობაა.

„მინდა, ეს იმ ოპოზიციას შევახსენო, რომელიც პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და გადასულია დესტრუქციულ ქმედებებზე. სამწუხაროდ, ისინი საქართველოს პარლამენტში მოსახლეობამ აირჩია, მათ შორის, საქმიანობისთვის და თუნდაც, კრიტიკული გამოსვლებისთვის. კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ ის, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქროს, ეს არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არც პარტნიორებისას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიპლომატების დახმარებით შეხვედრა გაიმართოს და ოპოზიცია იმ ოპტიმალურ ვარიანტს დათანხმდეს, რაც საარჩევნო სისტემაზე შევთავაზეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.