გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებს აანონსებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში უპირობოდ მოდიოდა, ახლა ამბობენ, ერთი-ორი პროცენტი მაინც მოგვეცითო
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებს აანონსებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში უპირობოდ მოდიოდა, ახლა ამბობენ, ერთი-ორი პროცენტი მაინც მოგვეცითო

ოპოზიცია ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებს აანონსებდა, შემდეგ ხელისუფლებაში უპირობოდ მოდიოდნენ და ახლა ამბობენ, ოპოზიციაში მაინც მიგვიშვით, ერთი-ორი პროცენტი მაინც მოგვეცითო. ეს არის მათი რეალური სახე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხი არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„კარგ გზაზე მიდიან და ალბათ 2024 წლისთვის პოლიტიკურ რეანიმაციაში იქნებიან, როცა ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გზა ევროპას უკვე გავლილი აქვს და ნახეს, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რათა ქვეყანაში პოლიტიკური რყევები არ იყოს. ეს პროცესი ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენც გავიარეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ორპროცენტიანი პარტიები მხოლოდ მარგინალიზაციას აწყობენ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახით. მყიფე პარტიები კი არ არიან, მყიფეა მათი პოლიტიკური გონება. ჩვენ ვერ დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც მოქალაქეები მხარს არ უჭერენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ. გამოდის, რომ ეს ხალხი თავისსავე ამომრჩეველს ატყუებს. პარლამენტში არ შემოდიოდნენ და რას ჰქვია, არ შემოდიოდნენ? ისინი ხალხმა რისთვის აირჩია? მათ ბრძოლა წააგეს პარლამენტში, ქუჩაშიც, ევროპაშიც და ახლა უნდათ, რომ თითო-თითოდ პარტიებს აეკიდონ. სხვათა შორის, ვაშაძემ დანარჩენებს ჭკუით აჯობა – თავის დედა პარტიას აეკიდა და საარჩევნო სიაში მეათე თუ არა, მეოცე მაინც იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.