გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია თან ამბობს, საარჩევნო ბარიერს გადავლახავთ, თან საარჩევნო ბარიერი დაწიეთო, ეს ყველაფერი ქართულ ფილმს მახსენებს, გამოუშვი, გამოუშვიო და თან რომ გარბის
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია თან ამბობს, საარჩევნო ბარიერს გადავლახავთ, თან საარჩევნო ბარიერი დაწიეთო, ეს ყველაფერი ქართულ ფილმს მახსენებს, გამოუშვი, გამოუშვიო და თან რომ გარბის

ხუთპროცენტიანი ბარიერი სტაბილურობის გარანტია და ერთ-ორპროცენტიანმა პარტიებმა პრაქტიკულად დისბალანსი შემოიტანეს, შანსი არ არის, რომ ეს ხალხი კონსტრუქციული გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ბარიერის დაწევამ რა მოგვიტანა, ვნახეთ“.

„არ შეიძლება, რომ ოპოზიციას ნახევრად ხუმრობით არ ვუპასუხო: თან ამბობენ საარჩევნო ბარიერს გადავლახავთო, თან ამბობენ, საარჩევნო ბარიერს დაუწიეთო. ეს ყველაფერი ქართულ ფილმს მახსენებს – გამოუშვი, გამოუშვიო და თან რომ გარბის. თან ამბობენ, ხელისუფლებაში მოდიან და თან გვეხვეწებიან, ერთი-ორი კაცი შეგვაყვანინეთ პარლამენტშიო. ეს მათი რეალური სახეა. “ნაცმოძრაობაში” სამ ადამიანს ვერ ნახავენ, ვინც ერთიან პოზიციაზე გაერთიანდებიან. თუ პატარა პარტიები არიან, ხელისუფლებაში მოსვლას როგორ აპირებენ? მაშინ ეს ყველაფერი გულწრფელად აღიარონ. თქვან ალალად, რომ პატარა პარტია არიან და ერთი-ორი კაცი შემაყვანინეთო. თუ რიტორიკას და საქციელს შეცლიან, ტრიბუნაზე კი არ ახტებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არ წავლენ, არამედ ნორმალურად მოიქცევიან, ამ შემთხვევაში შეიძლება დიალოგი შედგეს. ბარიერის დაწევამ რა მოგვიტანა, ვნახეთ. ევროპამ ის გზა გაიარა, რასაც ახლა გავდივართ. ხუთპროცენტიანი ბარიერი სტაბილურობის გარანტია და ერთ-ორპროცენტიანმა პარტიებმა პრაქტიკულად დისბალანსი შემოიტანეს. შანსი არ არის, რომ ეს ხალხი კონსტრუქციული გახდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.