გურამ მაჭარაშვილი - NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ჩვენზე შენიშვნები
გურამ მაჭარაშვილი - NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ჩვენზე შენიშვნები

NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ჩვენზე შენიშვნები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„NDI-ის შევახსენებ, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის დიდი გამოცდილება აქვს და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხშირად ვითვალისწინებთ. ის, რაც არ არის გასათვალისწინებული, ამასაც ვეუბნებით. არცერთ წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში ცესკო არ კომპლექტდება ისეთი მაღალი და არანორმალური კვორუმით, როგორც ჩვენთან იყო. NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ასეთი შენიშვნები“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შეფასება და რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.